რა არის SafePRO?
SafePRO არის პირველი ქართული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა ორგანიზაციაში.
სოფტის მრავალფეროვანი ფუნქციონალი ამარტივებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერების სამუშაო პროცესს, აუმჯობესებს უსაფრთხოების კულტურას და იძლევა წვდომას დახვეწილ და სტანდარტიზებულ სამუშაო ფორმებზე, დოკუმენტებზე, ტრენინგებსა და კომუნიკაციის საშუალებებზე.
შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა მენეჯერს ეხმარება შემდეგი საკითხების მოგვარებაში:
· სახელმწიფო რეგულაციების სწორი ინტერპრეტირება და შესრულება
· შრომის უსაფრთხოების პროცესების გამარტივება და გაციფრულება
· დასაქმებულების კომპეტენციის ამაღლება და კურსებზე დასწრების აღრიცხვა
· წვდომა ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, ტრენინგზე, ჩეკლისტზე, საკანონმდებლო აქტებზე და სხვა
· სტატისტიკური მონაცემების ავტომატურ რეჟიმში გენერირება და მენეჯმენტთან გაზიარება
· გამოსასწორებელი დავალებების (რეკომენდაციების) გაწერა, ადრესატისთვის გაზიარება და შესრულების კონტროლი
· ყველა შრომის უსაფრთხოების პროცესზე რეალურ დროში დაკვირვების შესაძლებლობა