რა არის SafePRO?
SafePRO არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია SafCo-ს მორიგი ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანია, ერთ სივრცეში თავმოყრილი დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და ინსტრუმენტების მეშვეობით გაამარტივოს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა დასაქმებულთათვის.
SafCo დარგში ოპერირების 10+ წლიან გამოცდილებას ფლობს და სფეროში ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიად ითვლება. ის ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და მიდგომების გამოყენებაზე და მუდმივად ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე.
სოფტის ინტერფეისი სრულად მორგებულია მომხმარებელზე, იძლევა სრულფასოვან სტატისტიკურ და სხვა სახის ინფორმაციებს, რაც საბოლოოდ განაპირობებს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის გამჭვირვალობას და მის ეფექტურ მენეჯმენტს.
SafePRO-ს სრული ფუნქციონალი
- საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული ელექტრონული უზრუნველყოფის პროგრამა SafePRO მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს შემდეგი ფუნქციონალით:
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავება, ატვირთვა, გაზიარება, დადასტურება და ექსპლუატაციაში ჩაშვება
- სამუშაო სპეციფიკის მიხედვით, პროცესების დაყოფის შესაძლებლობა პროექტებად, ფილიალებად და ა.შ.
- რისკების შეფასების პროცესის ოპტიმიზაცია, შესაბამისი დოკუმენტის ავტომატური გენერირება, რისკების შეფასების განახლების შეხსენების ფუნქცია
- ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის პროცესის ავტომატიზაცია
- ობიექტების ინსპექტირების პროცესის გამარტივება მზა ჩეკლისტების საშუალებით - ინსპექტირების შედეგების ჩაწერა, სურათის მიბმა, გამოსასწორებელი დავალებების გაწერა და პასუხისმგებელ პირზე დავალება პროგრამულად)
- შრომის უსაფრთხოების სრული აუდიტის წარმოება მზა ანგარიშების დახმარებით
- გამოსასწორებელი დავალებების/რეკომენდაციების გაწერისა და შესრულების პროცესის ავტომატიზაცია, შესრულების კონტროლი
- შრომის უსაფრთხოების პროცესებზე, სახიფათო ქმედებებსა და გარემოებებზე მონიტორინგის შესაძლებლობა
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობა - განთავსებული 15 -ზე მეტი თემატური კურსი სექტორების მიხედვით
- ტრენინგზე დამსწრეთა აღრიცხვის მოქნილი სისტემა
- შრომის უსაფრთხოების მზა გაიდლაინები და პროცედურები - სამუშაო ნებართვების გენერირება და ხელმძღვანელის მიერ დადასტურების შესაძლებლობა
- ციფრული ბიბლიოთეკა სფეროსთან დაკავშირებული მასალით, შაბლონებით, ნიმუშებით, რეგლამენტებში შესული სიახლეებით და ყველა საჭირო ინფორმაციით
- საკანონმდებლო ბაზაში შესული ყველა სიახლის ავტომატურ რეჟიმში მიღება
- დოკუმენტების, ანგარიშების და სტატისტიკის გენერირება ავტომატურად შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე
- შესაბამის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია პროგრამულად - იმეილის და მოკლე-ტექსტური შეტყობინების საშუალებით
- შესრულების მონიტორინგი
- მარტივი, მოქნილი და ინფორმატიული ინტერფეისი (დეშბორდზე განთავსებული შრომის უსაფრთოებასთან დაკავშირებული პროაქტიული და რეაქტიული პროცესების განსაზღვრა)
- ყველა დასაქმებულის წვდომა შედგენილ დოკუმენტებზე
- სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტის შრომის უსაფრთხოების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა - დოკუმენტების/დავალებების/ყველა სხვა პროცესის დადასტურება, ხელმოწერა, ნებართვის გაცემა
- კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული ტრენინგების, ჩეკლისტების დამატების შესაძლებლობა და გაზიარება სხვა თანამშრომლებისთვის
- დასაქმებულების პროგრამაში რეგისტრირება და შესაბამისი როლების მინიჭების შესაძლებლობა - კომპანიის მენეჯერი, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სხვა დასაქმებულები.